საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 305. დაცული ტერიტორიის რეჟიმის დარღვევა
Consolidation №290 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
Topics:Environmental Crimes
სახელმწიფო ნაკრძალის, აღკვეთილის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, დაცული ლანდშაფტის ან სხვა დაცული ტერიტორიის რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
