საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 92^1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის, აგრეთვე სასმელი წყლის მიმწოდებლის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.11 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.63 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №976 – სსმI, №4, 17.01.2005წ., მუხ.18 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5471 – სსმ I, №40, 03.12.2007წ., მუხ.382 საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №93 – სსმ I, №13, 16.07.2008წ., მუხ.105
