საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 96^2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ნავთობისა და გაზის სექტორში
1. ნავთობისა და გაზის სექტორში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტებით დადგენილი, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 3000 ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №765 – სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.18 საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1859 – სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.12 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3173 – სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.117 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4296 – სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.8 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4863 – სსმ I, №22, 19.06.2007წ., მუხ.192 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4429 – ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
