Article 16. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. მუხლი 16 1 . უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6436 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
