საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი: ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა; ბ) იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში; (ძალადაკარგულია) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/572 - ვებგვერდი, 12.08.2015წ. გ) სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; ზ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3366 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/572 - ვებგვერდი, 12.08.2015წ.
Article 17. პირი, რომელიც არ მიიღება საჯარო სამსახურში
Compare versions

The story of this article· 2
The amendments this article has been through
The amendment focuses on the constitutionality of disqualifying individuals 'under investigation' from public service, specifically removing this condition.
amending act №2947465- · published 31 Mar 2015
Addition of a new disqualifying criterion: being recognized by a court as having limited legal capacity or being designated as a supported person (unless otherwise specified by the court).
amending act №2786942
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.