Article 56. უარის საფუძველი იმ დავალების შესრულებაზე, რომელიც არ უკავშირდება სამსახურის ადგილს
1. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ კანონის 53-ე და 54-ე მუხლების პირველი პუნქტებით და 55-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ დავალებათა შესრულებაზე, თუ მათი შესრულება: ა) მიმართული იქნებოდა მისი მეუღლის, მშობლის, ძმის, დის, შვილის ან სხვა ახლობელ ადამიანთა წინააღმდეგ; ბ) წინააღმდეგ ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის; გ) არ იძლევა ბავშვთა აღზრდისათვის დაწესებული შეღავათებით სარგებლობის საშუალებას; დ) მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.
2. დავალების შესრულებაზე უარის შემთხვევაში მოსამსახურემ დავალების მიმცემს უნდა გააცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
