1.ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვთ: ა) მხარეთა მეუღლეებს; ბ) ახლო ნათესავებს − შვილებს, მინდობით აღსაზრდელებს, შვილიშვილებს, დებს, ძმებს, მშობლებს, მშვილებლებს, მეურვეებს, მზრუნველებს, პაპებს, ბებიებს; გ) პირებს, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ვალდებულნი არიან დაიცვან საიდუმლოება, თუ ისინი განთავისუფლებულნი არ არიან ამ მოვალეობისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი



