Article 69. საჯარო სამსახურში თანამდებობათა რანგირება
1. კომპეტენციის განვრცობადობისა და უფლებამოსილების დონის მიხედვით საჯარო სამსახურში თანამდებობები იყოფა შემდეგ რანგებად: ა) მთავარი საჯარო თანამდებობა; ბ) წამყვანი საჯარო თანამდებობა; გ) უფროსი საჯარო თანამდებობა; დ) უმცროსი საჯარო თანამდებობა.
2. რანგების მიხედვით საჯარო თანამდებობათა კონკრეტული ნუსხა განისაზღვრება საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა . საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1262 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
