Article 82. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტირებას ექვემდებარება: ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) ( ამოღებულ ია – 22.03.2013, №386) ; გ) (ამოღებულია); დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
2. ატესტირებას არ ექვემდებარება: ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; ა 1 ) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები; ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.98 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3549-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.296 საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 86 – ვებგვერდი, 03.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2478 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საჯარო სამსახურის შესახებ
