Article 37^1. სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატის, სტაჟიორის, პრაქტიკანტისა და დასაქმებული პირის შემოწმება
1. სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატი, სტაჟიორი, პრაქტიკანტი (შემდგომ − კანდიდატი) და დასაქმებული პირი, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (შემდგომ − დასაქმებული პირი), ექვემდებარებიან შემოწმებას. ამ შემოწმების განხორციელების წესს ადგენს მინისტრი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების მიზანია კანდიდატის ან/და დასაქმებული პირის სამინისტროს მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებთან/ამოცანებთან შესაბამისობის დადგენა და მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისთვის ხელის შემშლელი გარემოებების გამოვლენა. საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის კანონი №1036 – ვებგვერდი, 06.12.2021წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
