მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ეს კანონი განსაზღვრავს პარტიის უფლებებსა და ვალდებულებებს, სტატუსს, შექმნისა და საქმიანობის წესებს, მისი ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევისთვის.
3.პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და რომელიც ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.
4.განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე ფიზიკურ პირზე ამ კანონთან ერთად ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დადგენილი ნორმები.
5.საარჩევნო კამპანიის ხარჯების რეგულირებასთან დაკავშირებით, მათი კანონიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ამ კანონით დადგენილი ნორმები გამოიყენება საქართველოს ორგანულ კანონთან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ერთად. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1384 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.