მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
Article 22
1. პარტიის რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. პარტიის რეგისტრაცია მოიცავს საგადასახადო რეგისტრაციასაც. 1 1 . მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა. 1 2 . მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმა და წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით); ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი; გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია , სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომერის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით; (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვები „პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია“) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/1277 – ვებგვერდი, 29.04.2022წ. დ) პარტიის წესდება; ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ; ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები; ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.
