1.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს დროს პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა: ა) გაატარებს პარტიულ სიასა და მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები, აგრეთვე საკრებულოს წევრობის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის/ წარმომადგენელს ზემოაღნიშნული სიისა და საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.
