1.დაუშვებელია შემოწირულების მიღება: ა) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან; ა 1 ) იმ პირისგან, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; ბ) საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან; გ) საჯარო დაწესებულებისგან; დ) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან; ე) ანონიმურად.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

