მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
Article 3
Consolidation №54 Verified against the current consolidation · 4 Mar 2026
პარტიის შექმნასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები: ა) პარტიაში გაწევრიანებისა და პარტიიდან გასვლის ნებაყოფლობითობა; ბ) დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა; გ) არჩევითობა და ანგარიშვალდებულება; დ) პარტიების თანასწორობა კანონის წინაშე; ე) პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა.
