Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.სამხედრო პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საჯაროობისა და სამხედრო პოლიციის სისტემის ერთიანობისა და ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს.
2.სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს პირის უფლებებს და დაიცვას ისინი.
3.სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ეკრძალება: ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და მის საქმიანობაში მონაწილეობა; ბ) სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა), გამოძიების მასალების გამჟღავნება; გ) გაფიცვის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება და მასში მონაწილეობა; დ) შეთავსებით მუშაობა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისა, ან რაიმე თანამდებობის დაკავება რომელიმე სხვა დაწესებულებაში, ან რაიმე ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება ან/და რაიმე თანამდებობის დაკავება უცხო ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.
These lawyers work in the legal area related to this article.