„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 20. სახელმწიფო ექსპერტიზა
1. სახელმწიფო ექსპერტიზა ეწყობა სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) მეცნიერული უზრუნველყოფის და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო გამოკვლევების და ნამუშევრების დონის, მშენებარე საწარმოო ობიექტების ტექნოლოგიური ნაწილის, ახალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკის, სხვა სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის შესაფასებლად და მათი გამოყენებისას მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრისათვის.
2. სახელმწიფო ექსპერტიზა ეწყობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი, მათ შორის საზღვარგარეთის ორგანიზაციების თუ ცალკეული ექსპერტების მონაწილეობით.
3. დაწესებულებები, ორგანიზაციები და ცალკეული ექსპერტები სახელმწიფო ექსპერტიზაში მონაწილეობენ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც განსაზღვრულია ექსპერტიზასთან დაკავშირებული სამუშაოები; მისთვის საჭირო ხარჯები გათვალისწინებული უნდა იყოს დამკვეთის სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიური საქმიანობისათვის განკუთვნილი დაფინანსების საერთო დანახარჯებში, მშენებარე და სარეკონსტრუქციო ობიექტების ხარჯთაღრიცხვაში. თავი III. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობა
