საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 96. ექსპერტი
1. ექსპერტი არის პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში და რომელიც გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ, ბრალდებულმა, დამცველმა, დაზარალებულმა დანიშნა სპეციალური გამოკვლევის ჩასატარებლად და სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გარემოებათა შესახებ დასკვნის შესადგენად.
2. ექსპერტად შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა, მუშაობს საექსპერტო დაწესებულებაში ან აქვს ლიცენზია. 2 1 . საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტად შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა და გამოცდილება საფინანსო ან საბუღალტრო საქმიანობაში, რაც დადასტურებულია შესაბამის დარგში უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი საბუთით, შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით ან შესაბამისი დოკუმენტით (სერტიფიკატით).
3. ექსპერტის გამოძახება, დანიშვნა და ექსპერტიზის ჩატარება ხდება 356–374-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4. სამართლებრივ საკითხთა გადასაწყვეტად ექსპერტიზა არ ტარდება.
5. ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა სპეციალური ცოდნა გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს.
