1.ამ კანონის მიზნებისათვის სახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება: ა) ბაზელის კონვენციის I დანართით განსაზღვრული, კონტროლირებადი ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდება იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით; ბ) ბაზელის კონვენციის II დანართით განსაზღვრული, განსაკუთრებული განხილვისადმი დაქვემდებარებული ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდება იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით; გ) ბაზელის კონვენციის VIII დანართით განსაზღვრული ნარჩენები, რომლებიც ხასიათდება იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით; დ) ნარჩენების ნუსხის შესაბამისად განსაზღვრული სახიფათო ნარჩენები.
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ
