Article 34. ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი
1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს ნარჩენების პრევენცია, შეგროვება, აღდგენა და განთავსება გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმებისა და წესების დაცვით.
2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება და დამარხვა ნებადართულია სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში, გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმებისა და წესების დაცვით.
3. რადიოაქტიური და სხვა სახიფათო ნარჩენების განთავსება ხდება მხოლოდ საგანგებოდ განსაზღვრულ ადგილებში, გარემოსდაცვითი და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვით.
4. აკრძალულია ყოველგვარი ნარჩენების განთავსება ზღვაში და წყლის სხვა ობიექტებში.
5. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, მათი იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3000 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4955 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. თავი X გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და განხორციელებისას
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
