1.სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიტანოს განჩინება არასრულწლოვნის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, თუ ეს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. არასრულწლოვნის სასამართლო სხდომაზე დაუსწრებლობის ხანგრძლივობა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით უნდა განისაზღვროს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
