1.არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლო აცხადებს, რომ არასრულწლოვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, და მას განაჩენში შეაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის , 273-ე მუხლის პირველი ნაწილის , 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისი გარემოებები. ამასთანავე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სასჯელის დანიშვნის სხდომის თარიღს. სასჯელის დანიშვნის სხდომა უნდა გაიმართოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 7 დღისა.
2.სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მოსამართლეს გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც, გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენში შეაქვს იმავე მუხლის და 273-ე და 274-ე მუხლების სხვა მოთხოვნების შესაბამისი გარემოებები. 2 1 . საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საკითხები ერთ სასამართლო სხდომაზე განიხილება.
3.არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით არ განიხილება. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2390 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. თავი IX აღკვეთის ღონისძიებები




