საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა დაცვის და მათზე ზრუნვის სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს: ა) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესსა და პირობებს; ბ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმიანობის წესს; გ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის წესს; დ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ წახალისების ფორმების და სხვა ღონისძიებების გამოყენების წესს; ე) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების წესს; ვ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მოთხოვნებთან და საჩივრებთან დაკავშირებული წარმოების პროცედურებს; ზ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის ორგანიზების წესს; თ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ უსაფრთხოების ღონისძიებების და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესსა და პირობებს; ი) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმეების წარმოების წესს. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Article 80. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი
Consolidation №28 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
