არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Article 86. სპორტი და რეკრეაცია
Consolidation №28 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
1. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველდღიური სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობის განხორციელებისა და სეირნობის უფლებით. ამ მიზნით მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სათანადო აღჭურვილობა და სივრცე. სასეირნო ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი არ შეუშალოს შესაბამისი უფლების რეალიზებას.
2. არასრულწლოვნისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, უნდა არსებობდეს შესაფერისი რეკრეაციული და ფიზიკური აღზრდის პროგრამები. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3989 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
