2. სახელმწიფო ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გავრცელებულ ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფებისა და კატეგორიების მიხედვით: ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფები და სახეობათა დასახელებები მოსაკრებლის ოდენობა ერთი კუბური მეტრისათვის ლარებში I კატეგორია II კატეგორია III კატეგორია IV კატეგორია 1 2 3 4 5 I ჯგუფი: უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი 102 71 41 6 II ჯგუფი: მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი 60 42 24 4 III ჯგუფი: წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი 47 33 19 3 IV ჯგუფი: ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია 22 15 9 2 V ჯგუფი: ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები 13 9 5 2 შენიშვნა: ტყის მერქნიან სახეობათა სხვადასხვა კატეგორიისათვის მიკუთვნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2 1 . ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება აგრეთვე „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.
3. გარემოდან ამოღებული ტყის არამერქნული რესურსებით, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით, აგრეთვე ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ყოველ კილოგრამზე, შემდეგი ცხრილის მიხედვით: № რესურსების დასახელება სახეობათა ჯგუფების მიხედვით მოსაკრებლის ოდენობა (ლარი/კგ) 1 თეთრყვავილას ბოლქვები, ყოჩივარდას გორგლები 0.1 2 სოჭის გირჩა 0.60 3 მოცვის ნაყოფი 0.01 4 მოცვის ფოთოლი 0.01 5 ხარისშუბლა 0.01 6 ასკილის ნაყოფი 0.01 7 მაჟალოს ნაყოფი 0.01 8 ქაცვის ნაყოფი 0.01 9 ფარსმანდუკის ყვავილი 0.01 10 ფურისულას ფესვი 0.01 11 ფურისულას ყვავილი 0.01 12 ცხენისკბილას ბოლქვი 0.01 13 კოწახურის ნაყოფი 0.01 14 კუნელის ნაყოფი 0.01 15 სხვა სახეობები 0.01 4. წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება: ა) წყლის ობიექტების ჯგუფების მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად: წყლის ობიექტთა ჯგუფები (წყლის ობიექტთა სახეობების დასახელების ჩათვლით) მოსაკრებლის ოდენობა ერთ კუბურ მეტრზე ლარებში I ჯგუფი (კასპიის ზღვის აუზის მდინარეები, ტბები და სხვა წყალსატევები) 0.01 II ჯგუფი (შავი ზღვის აუზის მდინარეები, ტბები და სხვა წყალსატევები) 0.005 III ჯგუფი (შავი ზღვის წყალი) 0.003 ბ) თბოსადგურებისათვის და სარწყავი სისტემებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 მ 3 წყალზე შეადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში შესაბამის წყლის ობიექტთა ჯგუფებისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობის 1 პროცენტს; გ) ჰიდროელექტროსადგურებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 მ 3 წყალზე შეადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში შესაბამის წყლის ობიექტთა ჯგუფებისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობის 0,01 პროცენტს; გ 1 ) აკვაკულტურის კონსტრუქციაში გამოყენებული ბუნებრივი წყლის რესურსებით სარგებლობისათვის − აკვაკულტურის კონსტრუქციის 1მ 3 -ზე − 0,8 ლარით, ტბორისთვის − 0,005 ლარით, საზღვაო წყლისთვის − 0,1 ლარით; დ) კომუნალური და სოფლის წყალსადენებისათვის მტკნარი (მიწისქვეშა და ზედაპირული) წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 წყალზე შეადგენს 0,01 თეთრს.
5. ცხოველთა სამყაროს რესურსებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ცხოველთა სამყაროს ობიექტების საქართველოში გავრცელებულ სახეობათა მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად: ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფები (ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით) მოსაკრებლის ოდენობა (ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისათვის − სახეობის ერთ ინდივიდზე, თევზებისა და წყლის ცხოველებისათვის − ერთ ტონაზე) ლარებში I ჯგუფი (დათვი) * 1700 II ჯგუფი (გარეული ღორი) 100 III ჯგუფი ა) შველი 500 ბ) ირემი * 1700 IV ჯგუფი (მგელი) 100 V ჯგუფი ა) ტურა 15 ბ) მელა 50 გ) მაჩვი 20 დ) კვერნა 20 ე) ენოტისებური ძაღლი, ენოტი, ნუტრია 1 ვ) ტყის კატა 10 VI ჯგუფი (კურდღელი) 2 VII ჯგუფი ა) ჯიხვი * 1700 ბ) არჩვი * 1350 გ) შურთხი, კასპიური შურთხი * 220 დ) ნიამორი * 8350 VIII ჯგუფი (სხვა ძუძუმწოვრები) 2 IX ჯგუფი (ხოხობი) 15 X ჯგუფი ა) კაკაბი, გარეული ბატი 4 ბ) გარეული იხვი 1 გ) დურაჯი 1 დ) გნოლი 1 ე) როჭო, კავკასიური როჭო * 1 XI ჯგუფი (სხვა ფრინველები) 1 XII ჯგუფი (მტკნარი წყლის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები) ა) სალამურა, გოჭალა, გველანა, ტაფელა, ჯუჯა ქაშაპი, კვირჩხლა 5 ბ) ციმორი, თეთრულა, თაღლითა, ფრიტა, შავწარბა 10 გ) კარჩხანა, ღორჯოსებრნი, ფარფლწითელა (ფრთაწითელა) 15 დ) ქორჭილა, ნაფოტა (ჩვეულებრივი, მტკვრის, მორევის * ), ქაშაპი (კავკასიური), კაპარჭინა, ვიმბა, თრისა (შამაია), ჭაფალა 25 ე) წერი (ქარიყლაპია), სქელშუბლა (თეთრი და ჭრელი), რიპუსი 65 ვ) სიგი, პელიადი, ამური, ჭერეხი, ტობი, წვერა, კობრი (გოჭა), გუწუ (ლოქორია), ჭანარი, მურწა, ხრამული 80 ზ) მდინარის კიბოები 150 თ) ღლავი (ლოქო), ფარგა, ცისარტყელა კალმახი, პალია 200 ი) კალმახი (მდინარის/ტბის) * 1500 კ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სხვა თევზები 250 ლ) სხვა მტკნარი წყლის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები 100 XIII ჯგუფი (ზღვის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები) ა) ზღვის ნაწლავღრუიანები, სავარცხლურები 0,5 ბ) რაპანა 3 გ) ზღვისფინიისებრთა ოჯახი, თაგვთევზისებრთა ოჯახი 10 დ) ქარსალა, ათერინა, ჭიჭყინა 15 ე) ქაფშია, ზღვის მელა, ზღვის კატა, სარდინა, სარდინელა, ღიპა ქაშაყი (პალიასტომის ტბის და აზოვის ზღვის), მწვანულა, ზღვის კარჩხანა, სმარისი, ზღვის ურჩხული, ვარსკვლავთმრიცხველი (ზღვის ძროხა), გველმსგავსა (ოფიდიონი), ზღვის ღლაბუტა, ღორჯოსებრნი, სკორპენა (ზღვის ჩიქვი), ზღვის ენა, ქვის ქორჭილა, მიდია და სხვა ორსაგდულიანი მოლუსკები 25 ვ) სტავრიდა, მერლანგი 45 ზ) კეფალისებრნი (სინღილი, ლობანი, პილენგასი და სხვა), პელამიდა, შავი ზღვის ქაშაყი, სკუმბრია, ქიცვიანი ზვიგენი (კატრანი) 65 თ) ხონთქარა (ბარაბული), მუქი ნაგვერდალა (მუქი სციენა), კამბალა-გლოსა 80 ი) სარგანი (ნემსა), ლუფარი 100 კ) ცხენთევზა, ნემსთევზა, გარნელი (კრევეტი) და სხვა ათფეხა კიბოები, ზღვის მამალი 150 ლ) ღია ნაგვერდალა (ნათელუმბრინა), ლავრაკი 200 მ) კამბალა-კალკანი, გველთევზა 250 ნ) სხვა ზღვის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები 100 XIV ჯგუფი (გამსვლელი თევზები) ა) შავი ზღვის ორაგული * 3000 ბ) ზუთხისებრნი * 5000 XV ჯგუფი (მცირე ვეშაპისებრნი) ა) აფალინა * 25000 (ერთეულის ფასი) ბ) თეთრგვერდა დელფინი 2500 (ერთეულის ფასი) გ) ზღვის ღორი * 1000 (ერთეულის ფასი) შენიშვნა : ცხრილში „*“ ნიშნით აღნიშნულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცალკეული სახეობები.
6. გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის ოდენობა სეზონზე შეადგენს 10 ლარს. საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1504 - სსმ I, №29, 21.06.2005 წ., მუხ.182 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1757 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.234 საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3497 - სსმ I, №35, 03.08.2005 წ., მუხ.253 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5238 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.307 საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3774 - სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.401 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4678 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 10 ივლისის კანონი №802 - ვებგვერდი, 29.07.2013წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2149 - ვებგვერდი, 04.04.2014წ. საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2958 - ვებგვერდი, 30.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3674 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 20 სექტემბრის კანონი №1286 - ვებგვერდი, 27.09.2017წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5950 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6409 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7025 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1102 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3888 – ვებგვერდი, 20.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4027 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №675 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.