Article 10. საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის უფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ.
2. სკოლა ვალდებულია ყოველ ახალ მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გააცნოს მათი უფლებები და თავისუფლებები.
3. სკოლა ვალდებულია უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მოსწავლეს უნდა მიეწოდოს მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, კომუნიკაციის ხელმისაწვდომი საშუალებებით. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5018 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5918 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ზოგადი განათლების შესახებ
