1.იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ სკოლაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და ოფიციალურ დოკუმენტს და მიიღოს მათი ასლები.
2.პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება უნარჩუნდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, დაინიშნა თუ არა იგი მოსამართლის თანამდებობაზე.
3.იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, სკოლას წარუდგინოს მოთხოვნა მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორების, განახლების, შევსების ან დაბლოკვის, ამ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, მათი წაშლის ან განადგურების თაობაზე, თუ არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐15−მე‐17 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი.
4.ამ მუხლის მე‐3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის მსმენელის მიერ მოთხოვნის წარდგენა, აგრეთვე მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐15−მე-17 მუხლებით დადგენილი წესებით.
5.სკოლა ვალდებულია მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით არ გაამჟღავნოს იუსტიციის მსმენელის შესახებ არსებული ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3124 – ვებგვერდი, 03.07.2023წ.





