1.
1.
Closest in meaning — including in other laws
ზოგადი განათლების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ამ კანონის 21 3 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ: ა) 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედ მასწავლებელს; ბ) 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებულ პირს.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებელი/პირი უფლებამოსილია დაიწყოს მასწავლებლად მუშაობა. 2023 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს აგრეთვე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.
4.პირი, რომელიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული არ არის, ჩაითვალოს მასწავლებლობის მაძიებლად.
5.პირი, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლებამოსილია დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.