Article 76. რეგულირებადი პროფესიები
1. მხოლოდ კანონით შეიძლება დადგინდეს რეგულირებადი პროფესიების ჩამონათვალი , რომლებიც საჭიროებს აკადემიურ უმაღლეს განათლებას და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ან რომელთა განსახორციელებლად მოთხოვნილი შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელია სათანადო გამოცდის ჩაბარება .
2. რეგულირებად პროფესიებში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.
3. პედაგოგიური საქმიანობის განსახორციელებლად მოთხოვნილი შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელი სათანადო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4043 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
