Article 7^1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყება
1. საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.
2. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყველა ან კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შეიძლება განისაზღვროს სასწავლო წლის დაწყების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული თარიღი: ა) ამ კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას; ბ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის არსებობისას, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას; გ) კერძო სკოლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
