Article 39. მიწისქვეშა წყლების დაცვა და ნაგავსაყრელის სტრუქტურა
1. მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის პროცესი უზრუნველყოფს ნაგავსაყრელის სავარაუდო ზემოქმედების ქვეშ მყოფ მიწისქვეშა წყლებთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას. ნებართვის მიღების პროცესში ჩატარებული ჰიდროლოგიური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ უნდა შეირჩეს მონიტორინგის, სულ მცირე, ერთი წერტილი მიწისქვეშა წყლების შედინების და მეორე წერტილი – მიწისქვეშა წყლების გამოდინების ადგილზე.
2. მონიტორინგის დამატებითი წერტილები შეიძლება საჭირო გახდეს ნაგავსაყრელის ტერიტორიის ბუნებიდან (მათ შორის, შესაძლო რეცეპტორების მდებარეობიდან), ჰიდროლოგიური კვლევების შედეგებიდან და მიწისქვეშა წყლებში გამონაჟონის შემთხვევითი ჩაღვრის ადრეული გამოვლენის მიზნით.
3 . საწყისი მონაცემების დასადგენად, ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, სამ ადგილზე ამოვსების ოპერაციების შესრულებამდე.
4. გამონაჟონისა და მიწისქვეშა წყლების სინჯების აღება და ანალიზი განისაზღვრება მოსალოდნელი დაბინძურების ინდიკატორების შეფასებით, რომლებიც აუცილებელია მიწისქვეშა წყლების ხარისხის ცვლილებების ადრეული გამოვლენისთვის. აღებულ ნიმუშებში პარამეტრები უნდა გაანალიზდეს გამონაჟონის მოსალოდნელი შემადგენლობიდან და ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა წყლების ხარისხიდან.
