Article 84. წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმები
1. წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმების დაწესების მიზანია დადგინდეს წყალზე საქმიანობის ზემოქმედების ისეთი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის გარემოს შენარჩუნებას და ეკოლოგიურ წონასწორობას. ამ მიზნით წესდება: ა) წყლის მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები; ბ) წყლის ობიექტებში ნივთიერებათა (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიის (ჩაშვების) ზღვრულად დასაშვები ნორმები; გ) წყლის ობიექტების დატვირთვის ნორმები.
2. წყლის მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმებია წყალში ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის მავნე ნივთიერებების კონცენტრაციისა და მიკროორგანიზმების რაოდენობათა ზღვრულად დასაშვები ნორმები.
3. მავნე ნივთიერებათა (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმებია წყლის ობიექტებში სამრეწველო, საყოფაცხოვრებო-კომუნალური და სხვა ჩამდინარე წყლების ჩაშვების ნორმები, რომელიც დგინდება გაბინძურების ყოველი კონკრეტული წყაროსათვის მისი ტექნოლოგიური თავისებურებებისა და ადგილმდებარეობის ფონური გაბინძურების გათვალისწინებით იმგვარად, რომ ემისიური ნივთიერებების და მიკროორგანიზმების კონცენტრაციამ ადგილზე არ გადააჭარბოს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის დონეს.
4. (ამოღებულია – 25.03.2013, №494).
5. (ამოღებულია – 25.03.2013, №494).
6. წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების, გარემოში მავნე ნივთიერებათა (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმების, წყლის ამოღების კვოტების და წყალში მავნე ნივთიერებათა (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიის დადგენის წესი განისაზღვრება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
