კანონი „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“
Article 17. სამედიცინო დაზღვევის სუბიექტთა ურთიერთობის რეგულირება
1. სამედიცინო დაზღვევის სუბიექტთა ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე სამედიცინო დაზღვევის სუბიექტებს შორის დადებული ხელშეკრულებებით.
2. სამედიცინო დაზღვევის საკითხებზე დავა წყდება სასამართლო წესით.
