კანონი „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“
Article 15. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის სამართლებრივი ასპექტები
1. ყველა პირს აქვს ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის უფლება.
2. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის პროგრამა განისაზღვრება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით.
3. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის პროგრამა ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას და ექსპერტიზას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
4. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისას დამზღვევი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.
