მზღვეველი უფლებამოსილია: ა) დაზღვევის პროგრამის შესასრულებლად აირჩიოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება; ბ) ნებაყოფლობითი დაზღვევის პროგრამაში თავად განსაზღვროს სადაზღვევო შესატანების ოდენობა და მათი გადახდის პირობები; გ) შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულებებში დაზღვეულისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი და მოცულობა; დ) შეამოწმოს დაზღვეულის შრომისა და ყოფის პირობები; ე) შეწყვიტოს სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში; ვ) აღძრას სარჩელი სასამართლოში იურიდიული ან ფიზიკური პირების მიმართ, თუ მათი ქმედებით ან უმოქმედობით დაზღვეულს მიადგა მატერიალური, ფიზიკური ან/და მორალური ზიანი, და მოითხოვოს ამასთან დაკავშირებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება; ზ) გამოიყენოს მიღებული სადაზღვევო შესატანები (პრემიები) მხოლოდ კანონით განსაზღვრული წესით.
Article 10. მზღვეველის უფლებები
Consolidation №4 Verified against the current consolidation · 29 Jun 2007
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.


