1.სალოცმანო ქვითარში მცდარი მონაცემების შეტანისათვის კაპიტანი იხდის ჯარიმას სალოცმანო მომსახურების საფასურის ორმაგი ოდენობით. მასვე ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამ მონაცემებით გამოწვეული შედეგებისათვის.
2.სალოცმანო ქვითარში აღნიშნული უნდა იყოს: ა) გემის დასახელება; ბ) გემის სახელმწიფოს დროშა; გ) გემთმფლობელის დასახელება, მისი მისამართი; დ) საერთო სარეგისტრო ტევადობა და წმინდა სარეგისტრო ტევადობა; ე) დეტვეიტი (ტვირთამწეობა); ვ) გემის საერთო სიგრძე, სიგანე და ბორტის სიმაღლე; ზ) გემის წყალშიგი; თ) ტვირთის დასახელება და რაოდენობა; ი) შესრულებული სამუშაო.
