Article 203
1. გემის დაბრუნების შემთხვევაში გემთმფლობელმა უნდა მიიღოს ბერბოუტ-ჩარტერის საფასურის კუთვნილი ნაწილი გემით სარგებლობისათვის.
2. ამ შემთხვევაში დამფრახტველს უბრუნდება სახელშეკრულებო ფასის კუთვნილი ნაწილი გემით სარგებლობისათვის.
3. დამფრახტველი ვალდებულია გემთმფლობელს გემი დაუბრუნოს მისი მიღებისას არსებული სახით, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით. გემის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში დამფრახტველი გემთმფლობელს ზიანს უნაზღაურებს.
4. თუ დამფრახტველმა გააუმჯობესა გემის მდგომარეობა, გემთმფლობელი ვალდებულია აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი. თუ გემთმფლობელი უარს იტყვის გაუმჯობესებულის ანაზღაურებაზე, დამფრახტველს უფლება აქვს გამოაცალკეოს ის, რაც გააუმჯობესა, თუკი ეს შესაძლებელია. თავი XIII. საზღვაო იპოთეკა
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
