1.დამფრახტველი ვალდებულია შეინარჩუნოს გემი გამართულ მდგომარეობაში და გაიღოს მისი შენახვისა და შეკეთების ხარჯები.
2.დამფრახტველზე გემის გადაცემასთან ერთად გადადის შემთხვევით დაღუპვის ან შემთხვევით დაზიანების რისკი.
3.გემის უეკიპაჟოდ დაქირავების (ბერბოუტ-ჩარტერი) შემთხვევაში, ბერბოუტ-ჩარტერის მოქმედების პერიოდში, დაფრახტული გემის მიერ ზღვაზე სამაშველო სამუშაოების შესრულების გასამრჯელო ეკუთვნის დამფრახტველს.

