Article 279
1. გემის, მისი მანქანებისა და აღჭურვილობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება საერთო ავარიის წესით ანაზღაურებას, განისაზღვრება: ა) გემის შეკეთების ან მისი ნაწილების შეცვლისას – შეკეთების ან შეცვლის ნამდვილი ღირებულებით; ბ) დანარჩენ შემთხვევაში – ღირებულების შემცირებით, რომელიც გამოწვეულია ასეთი დაზიანებით, მაგრამ არა უმეტეს შეკეთების შეფასებითი ღირებულებისა.
2. თუ თხუთმეტ წელზე მეტი ხნის გემზე ძველი მასალები ან ნაწილები იცვლება ახლით, – შეკეთების ღირებულებიდან, რომელიც საერთო ავარიად არის მიჩნეული, „ძველის ნაცვლად ახლისათვის“ ჩამოფასდება ერთი მესამედით.
3. გემის ნამდვილი ან სრული კონსტრუქციული დაღუპვის შემთხვევაში – საერთო ავარიის მიხედვით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს სხვაობას დაუზიანებელი გემის ღირებულებას გამოკლებული დაზიანების აღსადგენად საჭირო ღირებულება, რომელიც არ მიეკუთვნება საერთო ავარიას, – და დაზიანებული გემის ღირებულებას შორის, რომელიც შეიძლება იყოს განსაზღვრული გაყიდვიდან მიღებული წმინდა ამონაგებით, თუ გემი გაყიდულია.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
