1.სამაშველო ოპერაციად ითვლება საფრთხეში მყოფი ადამიანების, გემის ან სხვა ქონების გადასარჩენად ნებისმიერ წყლებში გაწეული ნებისმიერი ქმედება.
2.ამ თავის წესები ვრცელდება იმ გემზედაც, რომელიც საქართველოს სამხედრო-საზღვაო დროშით დაცურავს. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

