უცხო ქვეყნის გემის გავლა ითვლება მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევად, თუ საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში იგი ახორციელებს შემდეგ ქმედებებს: ა) ძალის გამოყენების შესახებ მუქარა ან ძალის გამოყენება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან სხვა სახით საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დარღვევა; ბ) სამხედრო მანევრები ან ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენებით სწავლება; გ) საქმიანობა, რომლის მიზანია ინფორმაციის შეგროვება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საზიანოდ; დ) პროპაგანდა, რომელიც ხელყოფს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესებს; ე) საფრენი აპარატის ჰაერში ასვლა ან გემბანზე მიღება; ვ) სამხედრო მოწყობილობის ჰაერში აწევა ან გემბანზე მიღება; ზ) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ტვირთისა და ვალუტის დატვირთვა ან გადმოტვირთვა, ფიზიკური პირის გემბანზე მიღება ან გემიდან გადმოსმა; თ) ზღვის გარემოს განზრახ და სერიოზული დაბინძურება; ი) თევზჭერა; კ) სამეცნიერო-კვლევითი, საძიებო ან ჰიდროგრაფიული საქმიანობა; ლ) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ელექტრონული სისტემების ან სხვა მოწყობილობებისა და ნაგებობების ფუნქციონირებისათვის ხელისშემშლელი პირობების შექმნა; მ) საქმიანობა, რომელიც მშვიდობიან გავლასთან უშუალოდ არ არის დაკავშირებული.
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
Article 17. უცხო ქვეყნის გემის მიერ მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევა
Consolidation №25 Verified against the current consolidation · 13 Dec 2023




