საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 176. ექსპერტის გასამრჯელო
1. ექსპერტის გასამრჯელო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ ექსპერტის აზრით, სასამართლოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ხარჯები საგრძნობლად გაიზრდება დავის საგნის ღირებულებასთან შედარებით, ან დიდად გადააჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ხარჯებს, ექსპერტი ვალდებულია დროულად აცნობოს ამის შესახებ სასამართლოს. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 წიგნი მეორე საქმეების წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში კარი მეოთხე სასარჩელო წარმოება თავი XXI საქმეების განხილვა პირველი ინსტანციით
