საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Always up-to-date legal framework
1.საპროცესო ხარჯებია: ა) ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯი; ბ) ექსპერტის გამოცხადების და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი; გ) თარჯიმნის გამოცხადების და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი; დ) მოწმის გამოცხადების ხარჯი; ე) ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის ხარჯი; ვ) ბრალდებულის ან მისი ადვოკატის შუამდგომლობით სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხარჯი; ზ) დაცვის მხარისათვის ბრალდების მხარის მიერ გადაცემული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯი; თ) ნაფიც მსაჯულთა გამოცხადებისა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობის ხარჯი; ი) მტკიცებულებათა მოპოვების ხარჯი.
2.ექსპერტს ან თარჯიმანს ანაზღაურება არ ეძლევა, თუ საქმიანობისათვის სახელმწიფოს მიერ დანიშნული აქვს ხელფასი.
These lawyers work in the legal area related to this article.