თავმჯდომარე (მოსამართლე) აცხადებს სასამართლო შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, სასამართლო სხდომის მდივნად, და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ ასეთი აცილება საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, ან თუ საქმეს იხილავს სხვა მოსამართლე ანდა სხვა სასამართლო შემადგენლობა, და არა ის, რომელიც ცნობილი იყო ამ საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 214. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და აცილების უფლების განმარტება
Consolidation №178 Verified against the current consolidation · 24 Jun 2026
