1.საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე სხდომის თავმჯდომარე: ა) ხსნის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე განიხილება არსებითად; ბ) ამოწმებს მოსამართლეთა კვორუმს და სხდომის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი სხდომის მდივნის გამოცხადებას; გ) ამოწმებს მხარეთა უფლებამოსილებას; დ) არკვევს სამართალწარმოების მონაწილეთა, მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა გამოცხადებას და მათი გამოუცხადებლობის მიზეზებს; ე) აცხადებს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას და სხდომის მდივანს; ვ) სამართალწარმოების მონაწილეებს განუმარტავს ამ კანონით განსაზღვრულ მათ უფლებებსა და მოვალეობებს; ზ) არკვევს, სურთ თუ არა სამართალწარმოების მონაწილეებს დამატებით მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა გამოძახება ან დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა. ამ საკითხებზე შემოსულ შუამდგომლობებს სასამართლო წყვეტს სხდომის დარბაზში ხმათა უმრავლესობით; თ) აცხადებს საქმის არსებითად განხილვის დაწყებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
