საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 272^1. საქმის წარმოების შეწყვეტა მხარის განცხადების საფუძველზე
Consolidation №177 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადაეცეს, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს. საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3220 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
