საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 267. დადგენილებათა სახეები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება: ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; ბ) საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ; გ) ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე, თუ შეუძლებელია პირველად დადებული ადმინისტრაციული სახდელის აღსრულება; დ) საურავის დარიცხვის შესახებ.
2. დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მიიღება ზეპირი შენიშვნის გამოცხადების, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად, ანდა პროკურორისათვის ან გამოძიების ორგანოსათვის მასალების გადაცემის დროს, აგრეთვე ამ კოდექსის 232- ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას.
