მყიდველის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები, მყიდველის იურიდიული მისამართის შესაბამისად. ამ თავის მიზნებისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 309^10. განსჯადობა
Consolidation №178 Verified against the current consolidation · 24 Jun 2026
