სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
For information only — not legal advice.
1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს, შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება პირდაპირ სასამართლოში გაასაჩივროს.
2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მის საჩივართან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება შეუძლია აგრეთვე სააგენტოს იმ შემთხვევაში, თუ იგი, როგორც ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო, მიიჩნევს, რომ საბჭომ არსებითად არასწორად განმარტა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა. ამ შემთხვევაში სააგენტოს სარჩელი უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სწორი განმარტების დადგენას და არა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებული საქმის გარემოებების განხილვა-შეფასებას. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.
4. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააგენტოს გადაწყვეტილება/ქმედება სასამართლოში გაასაჩივროს. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას, თუ ეს გადაწყვეტილება ეხება შავი სიის ან თეთრი სიის წარმოებას ან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთვის შეთანხმებას. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. თავი VII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ