საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 351^14. სასამართლო ვადები
Consolidation №177 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
1. სასამართლო არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაჩქარებული წესით, საქმის წარმოებაში მიღებიდან ექვსი კვირის განმავლობაში.
2. სასამართლო განმცხადებლის მიერ ამ კოდექსის 351 10 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს 48 საათში. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4869 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
